რეზონანსი
(18.10.2024)

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ცნო­ბით, ე.წ. აფხა­ზეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრის ერ­თობ­ლი­ვი პატ­რუ­ლი­რე­ბი­სას გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბგო­უ­რა­ში Mavic 3 ტი­პის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი ჩა­მო­აგ­დეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, დრო­ნი 16 ოქ­ტომ­ბერს, ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რი­სა და რუ­სე­თის უსაფრ­თხო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მა­შინ აღ­მო­ა­ჩი­ნეს, როცა ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­სა და სამ­ხედ­რო ობი­ექ­ტებს იღებ­და.

„ოპე­რა­ტი­უ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით დად­გინ­და, რომ ეს მო­წყო­ბი­ლო­ბა ეკუთ­ვნო­და ცნო­ბილ ქარ­თველ აქ­ტი­ვისტს და „ან­ტი­სა­ო­კუ­პა­ციო მოძ­რა­ო­ბის" ლი­დერს, და­ვით ქა­ცა­რა­ვას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ე.წ. სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე