აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოში საპარლამენტო არჩევნების გამო ენგურის გადასასვლელს კეტავს
რეზონანსი
(18.10.2024)

ოკუპირებული აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი 23-დან 30 ოქტომბრამდე მდინარე ენგურზე არსებულ ე.წ. გასასვლელს ჩაკეტავს.
მარიონეტული რეჟიმის წარმომადგენლების განცხადებით, „ენგურის საგუშაგოს დროებით დახურვის გადაწყვეტილება საქართველოს საპარლამენტო არჩევნების დროს, რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებთან დაკავშირებით მიიღეს".
გამონაკლისი გაკეთდება „აფხაზეთის რეგიონში დაბრუნებული და ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის", რომლებიც საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებიან.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



