რეზონანსი
(18.10.2024)

შალვა გოგოლაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნა, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი, ის სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს.

შალვა გოგოლაძე იქნება კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, სპორტის სამინისტროს ცალკე გამოყოფის შემდეგ კი სპორტის მინისტრის თანამდებობას დაიკავებს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

კობახიძის თქმით, ასეთია „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.

„მინდა, წარმოგიდგინოთ შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც სპორტის სამინისტრო გამოიყოფა, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას. ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე კულტურისა და სპორტის მინისტრი დაასახელა. კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე