
თბილისის მერი კახა კალაძე მოსახლეობას ზღვის უბნის პარკის გახსნაზე იწვევს. ის ასევე ეხმაურება ჯგუფ „მგზავრების“ გადაწყვეტილებას პარკის გახსნასთან დაკავშირებით დაგეგმილი კონცერტის გაუქმების
თაობაზე.
"20 ოქტომბერს, 20:00 საათზე, გეპატიჟებით ყველას ზღვისუბნის პარკში, სადაც კონცერტი და დაუვიწყარი საღამო გელოდებათ. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათიცე ცნობით, მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა.
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს, ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ.
რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, - წერია ინფორმაციაში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



