
“რადიო თავისუფლება“ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც მესამე პრეზიდენტი სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ბიძინა ივანიშვილზე, “ნაციონალურ მოძრაობაზე“, მოახლოებულ არჩევნებზე და სავარაუდო პროვოკაციებზეც საუბრობს.
სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ბოლო დღეებში “აუცილებლად გამოყრიან რაღაც „ჩანაწერებს“, თუმცა შეიძლება ბევრად უარესი რამეებიც ჩაიდინონ.“
მე ველი უახლოეს დღეებში, არჩევნების დღეს და შემდგომ დღეებში პროვოკაციებს. გავიხსენოთ ბარბარე რაფალიანცის ბრუტალური მკვლელობა არჩევნებამდე ორი დღით ადრე. რუსული სტილია ბოლო მომენტში დაშოკვა. აუცილებლად გამოყრიან რაღაც „ჩანაწერებს“, თუმცა შეიძლება ბევრად უარესი რამეებიც ჩაიდინონ“, - ეუბნება გამოცემას სააკაშვილი.
ამასთან, ის თვლის, რომ მომავალი მთავრობის შემადგენლობის დასახელება უპრიანი იქნებოდა ოპოზიციის ერთ კოალიციად გაერთიანების შემთხვევაში, ახლა კი ის "საარჩევნო ხმებმა" უნდა განსაზღვროს.
ყველაზე სწორია, რომ მთავრობა დაასახელოს საარჩევნო ხმებმა არჩევნებზე. რა თქმა უნდა, თავიდანვე რომ გაეზიარებინათ ჩვენი იდეა - საერთო ოპოზიციური სიის, მაშინ მთავრობის დასახელება აუცილებელიც იქნებოდა“, - ამბობს სააკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



