
საქართველოს პრეზიდეტმა ესპანურ გამოცემა El Pais-სთან ქართულ ქარტიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი პოზიციაა, მთავრობა დაკომპლექტებული იყოს პროფესიონალებით, პოლიტიკური კუთვნილების გარეშე ჩაიბარონ სამინისტროებმა და მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის ის იდეა, რომელიც ქვეყანას დეპოლარიზაციისაგან იხსნის.
ზურაბიშვილის თქმით, პოლიტიკურ პარტიებს არ აქვთ ისეთი მაღალი ნდობა, რომ ახლა მათი წარმომადგენლები იყვნენ დანიშნული სხვადასხვა სამინსიტროებში და ასევე რომელიმე მათგანი აგხდეს პრემიერ მინისტრი.
მე მტკიცედ ვუჭერ მხარს ტექნიკური მთავრობის იდეას, იმ პირობით, რომ ის ჩამოყალიბდება პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციებით. ამ ეტაპზე ჩვენ გვჭირდება აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც შედგება პირებისგან მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკური კუთვნილების გარეშე. ეს მიდგომა არის პირდაპირი გზა დეპოლარიზაციისკენ, რომელშიც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც არ აქვთ მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფონი და დიდი წყენა ერთმანეთის მიმართ. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ საზოგადოებრივი აზრი, ისევე როგორც ბევრ სხვა ქვეყანაში, ასახავს პოლიტიკური პარტიების მიმართ უნდობლობას“, - ამბობს ის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



