რეზონანსი
(17.10.2024)

სულხან მოლაშვილის ძმის თორნიკე მოლაშვილის აზრით, ყველა ადამიანმა, ვინც "ნაციონალურ მოძრაობას" და მის განშტოებებს მისცემს ხმას, უნდა გაიზიაროს არა მხოლოდ მორალური, არამედ იურიდიული პასუხისმგებლობა, ვინაიდან, მათ იციან, რომ კრიმინალებს უჭერენ მხარს და ამის მიუხედავად, მაინც მათ აძლევენ ხმას. მოლაშვილის შეფასებით, ეს დანაშაულის წახალისებაა და რა სახის იქნება სამართლებრივი პასუხისმგებლობა, ადმინისტრაციული თუ სისხლისსამართლებრივი, ამაზე იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

"ეს ადმინისტრაციული საქმე იქნება თუ სისხლის სამართლის საქმე, სასამართლომ და იურისტებმა დასხდნენ და განიხილონ ყველაფერი. გასაგებია, რომ ხმის მიცემის გამო ვერ გაასამართლებ ადამიანს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, პასუხისმგებლობა თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს. თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ხმას მისცემს "ნაციონალურ მოძრაობას" და "ნაციონალური მოძრაობის" განშტოებას, ჯაფარიძე იქნება ეს, "გირჩი", გვარამია, მელია - ეგენი არიან ყველანი ერთნი, პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. მორალურ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერც ერთი, თავისთავად ცხადია. მე მაქვს ლაპარაკი იურიდიულ პასუხისმგებლობაზე. იციან, რომ კრიმინალია, იციან, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს, რომელსაც სჩადიოდა და მიდის და კიდევ აძლევს ხმას. ეს იგივე დანაშაულის წახალისებაა, მოდიხარ, აძლევ ხმას ადამიანს, რომელმაც იცი, რომ კრიმინალი უნდა ჩაიდინოს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგაც," - განაცხადა თორნიკე მოლაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე