
სალომე ზურაბიშვილს აქვს უდიდესი ნდობა ევროპაში - ეს განცხადება ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან გააკეთა.
საქართველოს პრეზიდენტი გავლენიანი ბიზნესმენისთვის ყველაზე ნდობით აღჭურვილი პირია. თემურ ჭყონია დარწმუნებულია, რომ სწორედ სალომე ზურაბიშვილს შეუძლია, დასავლეთთან ილაპარაკოს და დაალაგოს ურთიერთობები ყველა მიმართულებით.
დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მე რასაც ვხედავ, ერთადერთი სიტყვის ნდობის თემა არის სალომე ზურაბიშვილი. სალომე ზურაბიშვილი არის მათიანი, ვისაც უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, ვისაც უნდა ვთხოვოთ - მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი, ვიზალიბერალიზაცია, უამრავი რაღაცები. სალომე ზურაბიშვილს აქვს პირდაპირი გზა, ნდობის ფაქტორი აქვს უდიდესი...
რომ ფიქრობენ და საუბრობენ, რომ ზურაბიშვილს დარჩა ორი თვე და მერე გადავირჩევთ, ვერ დამისახელებთ ხუთ კაცს, პოლიტიკოსს საქართველოში, რომელიც საპირწონე იქნება სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ჩაანაცვლებს სალომე ზურაბიშვილის"- თქვა ჭყონიამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



