
"გახარია საქართველოსთვის" წევრის, გოჩა გუგუნავას განცხადებით, პარტიის მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებზე ბოლო ორი დღის განმავლობაში ზეწოლა და მოსყიდვა ხორციელდება.
გოჩა გუგუნავას თქმით, "ქართული ოცნება" საკუთარ კამპანიას უშედეგოდ აგრძელებს, რადგან ყოფილი პრემიერის გუნდის რეიტინგი სულ უფრო მზარდია.
ბოლო ორი დღის განმავლობაში, ჩვენ მიერ უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებად წარდგენილ პირებზე არნახული ზეწოლისა და მოსყიდვის კამპანია ხორციელდება.
“ოცნება” იმავე მეთოდებით ბრძოლას აგრძელებს, რაც არაერთხელ გვინახავს, მათ შორის, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე. ფაქტია, რომ ეს კამპანია არანაირი შედეგის მომცემი არაა. პარტიის რეიტინგი სულ უფრო მზარდია, რაც არაერთი ობიექტური, თუ მეტნაკლებად ობიექტური კვლევით დასტურდება.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც წინა შემთხვევებში, ახლა გავრცელებული ტექსტიც აშკარად სუსშია დაწერილი. ის, რომ ეს “ოცნების” დადგმული სპექტაკლია, მოწმობს ისიც, რომ პროპაგანდისტულმა მედიებმა ერთი რიგითი აქტივისტის სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადება რამდენიმე წუთში აიტაცეს.
ჩვენი პოზიცია უცვლელია, გასაყიდი დროულად უნდა გაიყიდოს, ჩვენ ვიბრძვით გარემოსთვის, სადაც ადამიანებს აღარ აიძულებენ საკუთარ სინდისთან კომპრომისს და ახალგაზრდა ადამიანებს მთელი ცხოვრება გაყიდულისა და მოღალატის იარლიყის ტარებას არავინ აღარ აიძულებს.
აქვე გაცნობებთ, რომ პროპაგანდისტულმა არხებმა გაავრცელეს დეზინფორმაცია, ჯალაღანია არ ყოფილა შტაბის უფროსი და ქობულეთის ორგანიზაციას 2021 წლიდან ხელმძღვანელობს ია მესხიძე", - ამბობს გოჩა გუგუნავა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



