რეზონანსი
(16.10.2024)

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უმაღლეს რადას (უკრაინის პარლამენტი) ომში "გამარჯვების გეგმა" წარუდგინა, რომელიც 5 პუნქტისა და 3 საიდუმლო დანართისგან შედგება. ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მისმა პარტნიორებმა გარემოებების შესაცვლელად ერთად უნდა იმუშაონ, რათა ომი დასრულდეს. 

ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის ომის შედეგი განსაზღვრავს იმას, თუ რა მოხდება მსოფლიოში უახლოეს ათწლეულებში. ასევე, უკრაინის პრეზიდენტმა ირანი რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საკითხში დაადანაშაულა, ჩინეთი კი პუტინის შეწყალებაში. ასევე, მან აღნიშნა, რომ "გამარჯვების გეგმა" ომის დიპლომატიური დასრულების ,,ხიდია", რადგან მისი აზრით, ეს რუსეთს აიძულებს აგრესიაზე უარი თქვას და მოლაპარაკებები დაიწყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე