რეზონანსი
(16.10.2024)

„ჩვენ საქ­მე გვაქვს რე­ცი­დი­ვის­ტებ­თან, გვა­რა­მი­ას და მისი გუნ­დის სა­ხით, რო­მე­ლიც ერთი და იმა­ვე მე­თო­დით მოქ­მე­დე­ბენ, „რუს­თა­ვი 2"-ში იქ­ნე­ბა ეს თუ „მთა­ვარ არხში", - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა „მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის სა­ჩი­ვარ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ, ტე­ლე­ვი­ზი­ის „შავ სა­ლა­როს" ეხე­ბა.

პა­პუ­აშ­ვი­ლის თქმით, სა­კი­თხი შე­სა­ბა­მის­მა უწყე­ბებ­მა უნდა შე­ის­წავ­ლონ.

„ამ კონ­კრე­ტუ­ლი შემ­თხვე­ვის დე­ტა­ლე­ბი არ ვიცი, რაც ვნა­ხე, შიგ­ნით კომ­პა­ნი­ა­ში არის დავა ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ხე­ზეა მამ­ხი­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც შიგ­ნი­დან ამ­ხელს იმ თაღ­ლი­თურ სქე­მებს, რო­მე­ლიც რო­გორც ჩანს, ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­შია. ამი­ტომ, შე­სა­ბა­მის­მად უწყე­ბებ­მა ეს უნდა შე­ის­წავ­ლონ, თუმ­ცა, ეს კარ­გად აჩ­ვე­ნებს, თუ ვის­თან გვაქვს საქ­მე. თაღ­ლი­თებ­მა, რო­მე­ლიც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბით, „შავი ფუ­ლის" მე­დი­ა­ში შე­მო­დი­ნე­ბით ცდი­ლო­ბენ შექ­მნან მე­დი­ა­მე­ნე­ჯე­რე­ბის თუ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის ან­ტუ­რა­ჟი. გვახ­სოვს, ისეთ აბ­სურ­დამ­დე მი­ვე­დით, რომ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ფილ გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზი­ებს დას­დევ­და და ხუ­რავ­და, წარ­მოგ­ვიდ­გენ­და, რო­გორც ტან­ჯულ ჟურ­ნა­ლისტს, რო­მე­ლიც ცი­ხი­დან უნდა გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი­ყო. სამ­წუ­ხა­როდ, მათ ამას მი­აღ­წი­ეს კი­დეც. მა­შინ ევ­რო­კავ­ში­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რე­ბი­დან ქარ­თულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა­ში ჩა­რე­ვა მოხ­და და ჩა­რე­ვით მოხ­და ნიკა გვა­რა­მი­ას შე­წყა­ლე­ბა. ადა­მი­ა­ნებს როცა უკა­ნო­ნო­ბის ერთი სტი­ლი აქვთ, შემ­დეგ ამ სტილს აღარ სცილ­დე­ბი­ან. ამი­ტომ, ვნა­ხოთ, იმე­დია, ამ სა­კითხს შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბე­ბი შე­ის­წავ­ლი­ან და უფრო მეტი გვე­ცო­დი­ნე­ბა", - გა­ნა­ცხა­და პა­პუ­აშ­ვილ­მა.

"რუს­თა­ვი 2"-ის ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დი­რექ­ტო­რის სა­ჩი­ვა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის "შავ სა­ლა­როს" ეხე­ბა. მა­თი­ვე ცნო­ბით, დო­კუ­მენ­ტი ეროვ­ნუ­ლი ბან­კი­სა და "თი­ბი­სი ბან­კის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის სა­ხელ­ზეა და­წე­რი­ლი. "რუს­თა­ვი 2"-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჩა­მოთ­ვლი­ლია უკა­ნო­ნო ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე კომ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რე­ბიც, მათ შო­რის არის ნიკა გვა­რა­მი­აც.

„რუსთავი 2"-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, „მთავარი არხის" ერთ-ერთი დირექტორის საჩივარი ტელევიზიის „შავ სალაროს" ეხება. მათივე ცნობით, დოკუმენტი ეროვნული ბანკისა და „თიბისი ბანკის" ხელმძღვანელობის სახელზეა დაწერილი. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ჩამოთვლილია უკანონო ოპერაციებში მონაწილე კომპანიების დირექტორებიც, მათ შორის არის ნიკა გვარამიაც.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე