რეზონანსი
(15.10.2024)

 ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ მაკედონია 2:1 დაამარცხა, ჯგუფში მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფის საგზური მოიპოვა.

მატჩში პირველი ტაიმი ფრედ 0:0 დასრულდა. შესვენების შემდეგ კი მატჩში ერთი გოლი სტუმრებმა გაიტანეს, საქართველოს ნაკრებმა კი 2 გოლის გატანა მოახერხა. საბოლოოდ ანგარიში საქართველოს მოგებით 2:1 დასრულდა.

შესაბამისად, ისტორიაში პირველად, ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დაძძლია და ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში იასპარეზებს!

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე