რეზონანსი
(15.10.2024)

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირების ფონზე, მსახიობი ეკა ნიჟარაძე მიიჩნევს, რომ მიღებული გადაწყვეტილებით საქართველოს მომავლის ჩამოყალიბების პროცესში დიდი წვლილი შეაქვს.

მსახიობმა "ტვ პირველის" ეთერში აღნიშნა, რომ 26 ოქტომბრის გადამწყვეტ არჩევნებზე დამკვირვებლად იმ მიზნით დარეგისტრირდა, რომ არ სურს ქვეყანა "ჯოჯოხეთსა და კოშმარში" აღმოჩნდეს.

„თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდი იქნება ჩვენი ცხოვრების. მე მგონია, რომ ძალიან დიდი წვლილი შემაქვს ჩემი ქვეყნის მომავალში. გუშინ წავიკითხე, რომ ეკა ნიჟარაძემ თავის სფეროში რესურსი ამოწურაო, არაფერი არ ამომიწურავს, საკმაოდ აქტიურად ვმუშაობ როგორც საქართველოში, ასევე ევროპაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მოვიწყვე ჩემი ცხოვრება და უნდა დავჯდე და ველოდო, როდის აღმოვჩნდებით კოშმარში, ჯოჯოხეთში. ეს ის მინიმუმია, რაც მე შემიძლია რომ გავაკეთო", - თქვა ეკა ნიჟარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე