რეზონანსი
(14.10.2024)

უეფა-ს ერთა ლიგაზე საქართველოს ეროვნული ნაკრები ალბანეთს შეხვდა და 0:1 დამარცხდა. მატჩი მიხეილ მესხის სტადიონზე მიმდინარეობდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონში პირველად ასპარეზობს. B1 ჯგუფში „ჯვაროსნები" ალბანეთთან, უკრაინასა და ჩეხეთთან ერთად იმყოფებიან.

შეგახსენებთ, 11 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ტირანაში ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:0 გაიმარჯვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე