რეზონანსი
(14.10.2024)

კახეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა - შემთხვევა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში ცოტა ხნის წინ მოხდა. ცენტრალურ მაგისტრალზე ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ახალგაზრდა ქალი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ადგილზე გარდაიცვალა. სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები თელავის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ერთ-ერთი დაშავებული გერმანიის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო დახმარების ბრიგადები. შეფერხებულია სატრანსპორტო გადაადგილება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე