
მუქარა იმპიჩმენტით - პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერი, ეკა ბესელია ხელისუფლების გადაწყვეტილებას კომიკურად აფასებს და ამბობს, რომ ეს იქნება ბოლო დოკუმენტი, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიწერენ, რადგან არჩევნების შემდეგ, ქართველ ხალხს სხვა პარლამენტი ეყოლება.
ბესელია ამბობს, რომ ზურაბიშვილი „ოცნებისთვის“ მუდმივად არის და იქნება მთავარი პრობლემა, რადგან მასში სერიოზულ ძალას ხედავენ.
საოცრად კომიკურად გამოიყურება, რომ არჩევნების წინ, როდესაც ასე ახლოსაა ხელისუფლების ცვლილება, ისევ პრეზიდენტის იმპიჩმენტზე ფიქრობს კობახიძე. დღესაც, გუშინაც, გუშინწინაც და ხვალაც, ზურაბიშვილი არის მთავარი პრობლემა „ქართული ოცნებისთვის“, ისინი მასში სერიოზულ ძალას ხედავენ, ყველაფერის ცადეს და იკადრეს, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ასე რომ, ამ იმპიჩმენტის პროცედურას, უკვე კომიკურად ვუყურებთ ყველა.
მოასწრებენ ალბათ, ერთ რამეს, რომ წერილი, თუ ხელმოწერები გააგზავნონ, ეს იქნება ბოლო დოკუმენტი, რომელსაც მიწერენ საკონსტიტუციო სასამართლოს, მაგრამ არჩევნების შემდეგ, სხვა პარლამენტი ეყოლება ქართველ ხალხს“, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, პრემიერმა სვეტიცხოვლის ტაძრის ეზოში ჟურნალისტებს უთხრა, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სარჩელი სასამართლოში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შევა.
ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ პრეზიდენტის გადაყენებას "ოცნებისთვის" მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს. ამასთან, პრემიერი ირწმუნება, რომ არჩევნების შემდეგ ნოემბერ-დეკემბერში სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან ასზე მეტი ხმით გადააყენებენ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



