
გარემოს ეროვნული საგენტო დღეს ამინდის გაუარესების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მოსახლოებას აფრთხილებს. მათი ცნობით, 14 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე აჭარის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში შენარჩუნებული იქნება წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო).
ამინდის გაუარესებაზე წერს მეტეოროლოგი კობა ფარტენაძეც:
"14 ოქტომბრის, ღამის საათებში სანაპირო კურორტებზე კვლავ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს ცალკეური ტერიტოროების დატბორვა და გზებზე გადაადგილების დროს ტრანსპორტის შეფერხება" - წერს კობა ფარტენაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



