რეზონანსი
(14.10.2024)

საჯარო სკოლებში მოსწავლეებს მშობლების პირად ინფორმაციას სთხოვენ. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს და აქვეყნებს ბლანკის ნიმუშს, სადაც კონკრეტული ინფორმაციაა მოთხოვნილი.
სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პერსონალური მონაცემების დარღვევაა და მსგავსი ინფორმაციის მოთხოვნა დაუშვებელია. ამასთან, პრეზიდენტი იმ სკოლების იდენტიფიცირებას ითხოვს, სადაც მოსწავლეებს მსგავსი ინფორმაციის წარდგენას სთხოვენ.
"სკოლებში ასეთ მონაცემებს რომ სთხოვენ ბავშვებს, ეს პირადი მონაცემების დარღვევაა! არ უნდა გასცეს ბავშვმა მშობლების პირადი ნომერი! სააინტერესოა ამ სკოლების იდენტიფიკაცია!" - წერს ზურაბიშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



