
"ქართული ოცნების" მმართველობის დროს ემიგრაციაში 815 608 ადამიანი წავიდა. უცხოეთში გადასახლებული მოქალაქეების 70% 30 წლამდე ასაკისაა. IDFI-ის ცნობით, ემიგრაციაში მშობლებმა 70 ათასამდე სკოლის მოსწავლე წაიყვანეს. საუბარია 15 წლამდე ბავშვებზე.
ირკვევა, რომ მხოლოდ 2022-23 წლებში საზღვარგარეთ საქართველოს 264 ათასზე მეტი მოქალაქე წავიდა, თუმცა უკან 146 ათასი დაბრუნდა.
ამ ფონზე საქართველოში რეკორდულადაა გაზრდილი რუსეთიდან ჩამოსული ადამიანების რიცხვი. ჩვენს ქვეყანაში საცხოვრებლად 2022-23 წლებში რუსეთის 73 000 მოქალაქე დარჩა.
ოპოზიცია "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაზე საუბრობს და ამბობს, რომ გზრდილი ემიგრაცია სწორედ მათი პოლიტიკის შედეგია.
ივანიშვილის ამ მოღალატეობრივი მმართველობის მთავარი შედეგი არის ის ასეულობით ათასი ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საქართველოდან გაიქცა გაუსაძლისი მდგომარეობის გამო, რომელიც სწორედ ივანიშვილის ხელისუფლების მიერ არის შექმნილი. ის სამუშაო ადგილები, რომელიც მიტაცებული აქვთ დღეს რუსეთის მოქალაქეებს და ათეულობით ათას რუსს, რომელიც საქართველოში ცხოვრობს, აუცილებლად დაუბრუნდებათ საქართველოს მოქალაქეებს მას შემდეგ, რაც ჩვენ სავიზო რეჟიმს დავაწესებთ და მოვაწესრიგებთ საემიგრაციო პოლიტიკას, - ამბობს „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი საბა ბუაძე.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



