რეზონანსი
(12.10.2024)

უკრაინა-საქართველოს მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა ხვიჩა კვარაცხელიამ სოციალური ქსელით გულშემატკივარს მადლობა გადაუხადა. 

"მინდა მადლობა ვუთხრა პოლონეთში ჩამოსულ და სტადიონზე მოსულ თითოეულ გულშემატკივარს, ძალიან დიდ მუხტს და მოტივაციას გვაძლევთ, ასევე მადლობა ეკრანებთან მყოფ ყველა ქომაგს. წინ ალბანეთთან მატჩია და ერთად ვაგრძელებთ საერთო მიზნისკენ სვლას" - წერს კვარაცხელია.

შეგახსენეთ, საქართველოს ნაკრები უკრაინასთან მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდა, თუმცა ერთა ლიგის გათამაშების ჯგუფში 6 ქულით პირველ ადგილს იკავებს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე