რეზონანსი
(12.10.2024)

პრეზიდენტი აპირებს, პრემიერობის კანდიდატი არჩევნებამდე დაასახელოს. სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე ტექნიკურ მთავრობის წევრების არჩევნებამდე დასახელებაზეც ისაუბრა.
მას დღეს გვარები არ დაუსახელებია თუმცა თქვა, რომ არცერთ მათგანს პოლიტიკური წარსული არ ექნება.
14 დღე დარჩა არჩევნებამდე და ყველაფერი ძალიან კარგად არის, იმიტომ რომ რეალურად, მე რაც პირობა დავდე საზოგადოების წინაშე, მიმაჩნია რომ შესრულებულია - ქარტია შედგა. ეს ჩვენი სამოქმედო გეგმაა, რომ დავუბრუნდეთ ევროპულ მომავალს, რომ გადავურჩეთ რუსულ წარსულს თუ მომავალს, და გარანტია მივცეთ საქართველოს დამოუკიდებლობასა და წინსვლას.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



