რეზონანსი
(11.10.2024)

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე ეკონომიკური კავშირების ზრდა და გლობალური საკითხები განიხილეს.

ჩვენი ეკონომიკური და კულტურული კომუნიკაციები დღითიდღე მყარდება და უფრო ძლიერი ხდება", - უთხრა ფეზეშქიანმა პუტინს.

ვლადიმერ პუტინი კი აცხადებს, რომ ირანთან თანამშრომლობა ყველა სფეროში ფართოვდება.

ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ერთად საერთაშორისო ასპარეზზე და ჩვენი შეფასებები მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ხშირად ძალიან ახლოსაა", - თქვა ვლადემირ პუტინმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე