
"20 წელია გიდი ვარ და დღეს მაქვს ყველაზე განსაკუთრებული ტური, ტური ბიძინა ივანიშვილის შეუსრულებელ დაპირებებში, წალკოტში, რომელსაც შეგვპირდნენ და რომლის ნაცვლადაც ნანგრევები მივიღეთ. ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი ,,ქართული ოცნების“ მორიგ შეუსრულებელ დაპირებებზე საუბრობს.
დეპუტატმა ის ადგილები მოინახულა, რომლის მოწყობასაც ხელისუფლება საზოგადოებას წლების წინ შეჰპირდა და გრანდიოზული პროექტები წარუდგინა.
,,დღეს გადავწყვიტე ,,ქართული ოცნების” შეუსრულებელი დაპირებების და გადაგდებების ურბანული ტური მომეწყო. დავიწყეთ იპოდრომიდან, რაზეც მთელი რიხით და დიდის ამბით თქვეს, რომ გააკეთებდნენ ცენტრალ პარკს. გადათხარეს, გადმოთხარეს იქაურობა, გამოშიგნეს და მიაგდეს. ერთადერთი პატარა ტყის ტევრიღა დარჩა, სადაც ადრე თავლები იყო, იყო ასევე ძალიან ცნობილი და ყველასთვის საყვარელი რესტორანი. იმ ადგილას, რეკრეაციულ ზონას სტატუსი შეუცვალეს და აპირებენ, რომ არათუ პარკი გააკეთონ, შვიდი უზარმაზარი კორპუსის აშენებას აპირებენ. ყველაზე დაბალი კორპუსი იქნება 21-სართულიანი და ყველაზე მაღალი 79-სართულიანი. ამ ტყის გაჩეხვას და კორპუსების აშენებას ,,ვისოლი ჯგუფი” აპირებს, ყველა მთავრობას მორგებული ფხაკაძეები. გვპირდებოდნენ პარკს, აშენებენ კორპუსებს.
,,ლაგუნა ვერე”, არაჩვეულებრივი ისტორიული სივრცე, სატივე ჰქვია იმ ადგილს, იყო არაჩვეულებრივი სივრცე, დახურული აუზები, ღია აუზი, ვარჯიშობდა ხალხი, ისვენებდა, საოცარი ადგილი იყო, სპორტული, დასასვენებელი, რეკრეაციული. იყიდა ბიძინა ივანიშვილმა, და ისეა გაპარტახებული იქაურობა, რომ გველები, ვირთხები, მაჩვები და ცოტა ხანში ტახები ირბენენ იქ. კალაძემ ჯერ კიდევ 2017 წელს კლიპი გააკეთა, წყალი ჩაასხა და აჩვენა, რომ აქ აღვადგენთ საწყლოსნო-სპორტულ კომპლექსსო. შარშან კი კალაძე გამოვიდა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ქალაქს გადასცემს ,,ლაგუნა ვერეს” და აღვადგენთო. დღეს მივედი და გაპარტახებულია.
სამგორის მეტროდან იგეგმებოდა მიწისზედა მეტროს გაკეთება, იუთუბშიც რომ აკრიფოთ რუსთავის მიწისზედა მეტრო, ნახავთ კლიპს, რომლის მომზადებაშიც უზარმაზარი ფული გადაიხადა კალაძემ წლების წინ და შინაარსი იყო, რომ უნდა აშენებულიყო მიწისზედა მეტრო, რომელიც სამგორს დააკავშირებდა რუსთავთან. 2022 წლიდან უნდა ამოქმედებულიყო შვიდი სადგური მიწისზედა მეტროსი, სამგორის მეტროდან ლილომდე და შემდეგ ლილოდან რუსთავამდე. 2 წლის ამოქმედებული უნდა იყოს შვიდი სადგური და თან დაამატეს, რომ სამგორის მეტროს მასშტაბური რეაბილიტაცია მოხდებოდა. 2024 წელია და სად არის აბა რეაბილიტაცია? აბა ასად არის მიწისზედა მეტრო? აბა სად არის შვიდი სადგური? რა თქმა უნდა მორიგი ტყუილი და აფერისტობა, წინასაარჩევნოდ სჭირდებოდათ, მოაწყეს პრეზენტაცია და მერე ჩაიქნიეს ხელი ყველაფერზე.
ვარკეთილის მეტროში მთავრობის ან პარლამენტის რომელიმე წევრი ნამყოფია ბოლო წლებში? ნარმანია იყო და შეკიდული ჭერი ჩამოკიდა მეტროში. რა უნდოდა მეტროში შეკიდულ ჭერს? რომ ჩამოვარდებოდა რად უნდოდა ამას ფილოსოფია? ჩამოვარდა, და ასე გაოხრებული არის ეს ჭერი ვარკეთილში. ან ავლაბრის მეტრო როგორ გამოიოყურება, ან ღრმაღელე როგორ გამოიყურება, ან სარაჯიშვილი, ან გურამიშვიული. არ დადიან მეტროთი, არ ურთიერთობენ ხალხთან და ფეხებზე კიდიათ ეს ყველაფერი. აქვთ პროპაგანდისტული არხები და არჩევნებიდან არჩევნებამდე გვატყუებენ, დაგვპირდებიან და არ აკეთებენ არაფერს.
იმასაც გაგახსენებთ, 2018 წელს თქვეს, რომ შვეიცარიულ კომპანიას ,,შტადლერს” ქარხანა უნდა აეშენებინა საქართველოში, სადაც მატარებლები უნდა ეწარმოებინათ. სად არის შტადლერის ქარხანა? ექვსი წელი გავიდა მაგ დაპირებიდან. მატყუარები და ქოსატყუილები არიან და ესენი უნდა გამოვცვალოთ 26 ოქტომბერს, ეს არის ფაქტი” - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



