რეზონანსი
(11.10.2024)

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სის გივი თარ­გა­მა­ძის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის­თვის მსჯავ­რდე­ბულ­მა პირ­მა დარ­ჩო (და­ვით) ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლი­სას და­ა­კა­ვეს გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, რომ 2016 წელს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა ვინ­მე შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, თა­ვის მხრივ კი თვალ­თვა­ლი­სა და კონ­ტრო­ლის შე­სა­ხებ და­ვა­ლე­ბა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­და­ა­ბა­რა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა 19 სექ­ტემ­ბერს და­ა­კა­ვეს 2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გივი თარ­გა­მა­ძის და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტზე ძებ­ნი­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი.აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის ფარ­გლებ­ში გა­მოჰ­კი­თხა მსჯავ­რდე­ბუ­ლი დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­მო­ძი­ე­ბას მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.რო­გორც მსჯავ­რდე­ბუ­ლის ჩვე­ნე­ბი­დან ირ­კვე­ვა, 2016 წლის აგ­ვის­ტოს ბო­ლოს დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი შეხ­ვდა მის­თვის უც­ნობ პირს ვინ­მე „დი­მას" (დი­მიტ­რი), რო­მელ­მაც მას შოთა (მევ­ლუდ) ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის და­ნა­ბა­რე­ბი გა­დას­ცა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან შეხ­ვედ­რის თა­ო­ბა­ზე.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის თქმით, მას შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­თან წარ­სულ­ში ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებ­და და შე­სა­ბა­მი­სად, აღ­ნიშ­ნულ შეხ­ვედ­რას და­თან­ხმდა.შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რი­სას მსჯავ­რდე­ბულს გა­ნუ­ცხა­და, რომ იგი ცოტა ხნის წინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრის ყო­ფილ მო­ად­გი­ლეს­თან გია ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ერ­თად, უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ პრე­ზი­დენტს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდა. ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის თქმით, სა­ა­კაშ­ვილ­მა შეხ­ვედ­რა­ზე სა­უბ­რი­სას თქვა, რომ არ ენ­დო­ბო­და მისი პარ­ტი­ის წევ­რს გივი თარ­გა­მა­ძეს, რად­გან მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თარ­გა­მა­ძე 2016 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ, იმ­ჟა­მინ­დელ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლობ­და და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­ა­კაშ­ვილ­მა ჭი­ჭი­აშ­ვილს გივი თარ­გა­მა­ძის კონ­ტრო­ლი და თვალ­თვა­ლი და­ა­ვა­ლა.

თა­ვის მხრივ შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილ­მა გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვალ­ში და მისი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვილს დახ­მა­რე­ბა სთხო­ვა ოდე­სა­ში კარგ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ნიშ­ვნის სა­ნაც­ვლოდ, რა­ზეც მსჯავ­რდე­ბუ­ლი და­თან­ხმდა და მათ სა­ერ­თო ნაც­ნობ „დი­მას­თან" ერ­თად, გივი თარ­გა­მა­ძის თვალ­თვა­ლი და გა­და­ად­გი­ლე­ბის კონ­ტრო­ლი და­ი­წყო.

დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის ჩვე­ნე­ბით, ისი­ნი გივი თარ­გა­მა­ძეს თავ­და­პირ­ვე­ლად მისი კუთ­ვნი­ლი „მერ­სე­დე­სის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით უთ­ვალ­თვა­ლებ­დნენ, ხოლო შემ­დეგ "დი­მამ" ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნის იდენ­ტუ­რი, ტრან­ზი­ტუ­ლი სა­ნომ­რე ნიშ­ნე­ბის მქო­ნე სხვა ავ­ტო­მან­ქა­ნა მი­იყ­ვა­ნა და ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნუ­ცხა­და, რომ გივი თარ­გა­მა­ძის სათ­ვალ­თვა­ლოდ ეს კონ­კრე­ტუ­ლი მან­ქა­ნა გა­დას­ცეს, რო­მელ­საც თვალ­თვა­ლის დროს ძი­რი­თა­დად ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მარ­თავ­და.

მსჯავ­რდე­ბუ­ლის გან­ცხა­დე­ბით, ერთ-ერთი მო­რი­გი თვალ­თვა­ლის დღეს, კერ­ძოდ 2016 წლის 4 ოქ­ტომ­ბერს, ქა­ლაქ თბი­ლის­ში, კოლ­მე­ურ­ნე­ო­ბის მო­ე­დან­ზე არ­სე­ბულ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­თან მყოფ­მა დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა ტე­ლე­ფო­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით აც­ნო­ბა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, რომ გივი თარ­გა­მა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში შე­ვი­და. მას შემ­დგომ, რაც გივი თარ­გა­მა­ძემ და­ტო­ვა პარ­ტი­ის ოფი­სი და ჩაჯ­და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ მსჯავ­რდე­ბულ­მა კვლავ მი­ა­წო­და ინ­ფორ­მა­ცია შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს, რის შემ­დე­გაც გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნა აფეთ­ქდა.

ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის შემ­დგომ ხე­ჩუ­აშ­ვილ­მა შოთა ჭი­ჭი­აშ­ვილს შე­ა­ტყო­ბი­ნა გივი თარ­გა­მა­ძის ავ­ტო­მან­ქა­ნის აფეთ­ქე­ბის თა­ო­ბა­ზე, რის შემ­დგო­მაც შოთა ჭი­ჭი­აშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო სა­ზღვრის გვერ­დის ავ­ლით თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ გა­და­ვი­და.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი,და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გივი თარ­გა­მა­ძის და სხვა პი­რე­ბის მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბის, სხვი­სი ნივ­თის გან­ზრახ და­ზი­ა­ნე­ბის, ჯგუ­ფუ­რად ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის და ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­ძე­ნა შე­ნახ­ვა ტა­რე­ბის ფაქ­ტებ­ზეა მსჯავ­რდე­ბუ­ლი და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად გან­სა­ზღვრუ­ლი აქვს 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა.ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა საქ­მეს­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში მყო­ფი სხვა პი­რე­ბის და გა­რე­მო­ე­ბე­ბის დად­გე­ნის მიზ­ნით" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ცნო­ბის­თვის, მსჯავ­რდე­ბულ ხე­ჩუ­აშ­ვილ­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ძებ­ნა იყო გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი, მას თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მიერ 2019 წელს და­უს­წრებ­ლად, 18-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­ე­სა­ჯა. ის სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბა­ში, ასე­ვე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის, საბ­რძო­ლო მა­სა­ლის, ფეთ­ქე­ბა­დი ნივ­თი­ე­რე­ბის, ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბა­ში, გა­სა­ღე­ბი­სა და სხვი­სი ნივ­თის და­ზი­ა­ნე­ბა-გა­ნად­გუ­რე­ბა­ში. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსჯავ­რდე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბით და­უდ­გე­ნელ თა­ნამ­ზრახ­ველ­თან ერ­თად იმ­ჟა­მინ­დე­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის, გივი თარ­გა­მა­ძის მკვლე­ლო­ბა გა­ნიზ­რა­ხა.

ვინ არის დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი?

და­ვით ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2008-დან 2012 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე კუდ-ის მე-5 სამ­მარ­თვე­ლო­ში მუ­შა­ობ­და, უფრო ადრე - თავ­დაც­ვის სტრუქ­ტუ­რებ­ში. ერთ-ერთი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2016 წლის 20 მა­ი­სი­დან 30 ივ­ნი­სამ­დე ის უკ­რა­ი­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. ხე­ჩუ­აშ­ვილს გა­ნათ­ლე­ბა სან­ქტ-პე­ტერ­ბურ­გში აქვს მი­ღე­ბუ­ლი, სამ­ხედ­რო დაზ­ვერ­ვის ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლობ­და და რუ­სულ სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან მისი კავ­ში­რიც გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ბრალ­დე­ბუ­ლის მამა ან­ზორ ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი 2016 წელს გა­მო­რი­ცხავ­და და­ნა­შა­ულ­ში თა­ვი­სი შვი­ლის მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ამ­ბობ­და, რომ ამ ფაქ­ტამ­დე 5 დღით ადრე მისი შვი­ლი სა­მუ­შა­ოდ რუ­სეთ­ში წა­ვი­და. მი­სი­ვე თქმით, დარ­ჩო შე­ვარ­დნა­ძე­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ტე­რაქ­ტშიც ფი­გუ­რი­რებ­და, თუმ­ცა მა­შინ სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შა­უ­ლოდ ცნო. წლე­ბის წინ დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სა­ხელ­მა ასე­ვე გა­იჟ­ღე­რა მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბო­ხე­ბის საქ­მე­შიც. თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა როლი შე­ას­რუ­ლა, უც­ნო­ბია.

ბრალ­დე­ბულ­მა იმა­ვე დღეს და­ტო­ვა სა­ქარ­თვე­ლო, როცა გივი თარ­გა­მა­ძის მან­ქა­ნა აა­ფეთ­ქეს და ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ის ბოლო დროს თავს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას აფა­რებ­და.

ცნო­ბი­ლი გახ­და მა­შინ­ვე, რომ "მერ­სე­დე­სის" მარ­კის ფურ­გო­ნი, სა­ხელ­მწი­ფო ნომ­რით, AA355TA, რომ­ლი­თაც დარ­ჩო ხე­ჩუ­აშ­ვი­ლი მოძ­რა­ობ­და, მისი სა­კუთ­რე­ბა იყო, თუმ­ცა, მან­ქა­ნა ახლო ნა­თე­სავ­ზე, ბო­რის ჩა­გუ­ნა­ვა­ზე ჰქონ­და გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. ბო­რიც ჩა­გუ­ნა­ვაც ასე­ვე ბრალ­დე­ბუ­ლი იყო ამ საქ­მე­ზე და ის ხე­ჩუ­აშ­ვი­ლის სიძე იყო.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე