რეზონანსი
(11.10.2024)

"ძლიერი საქართველოს" შტაბის ხელმძღვანელი, დავით გამყრელიძე ამბობს, რომ ის არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას და არც პარლამენტში კენჭისყრას არ აპირებს, თუმცა მისი, ისევე როგორც თითოუელი მოქალაქის, ვალი, ყველაფერი გააკეთონ ქვეყნის გადასარჩენად.

გამყრელიძე ყველას მოუწოდებს, ჩაერთონ საარჩევნო პროცესში, დამკვირვებლად, ან სხვა ნებისმიერი გზით.

"მე არც პარლამენტში ვიყრი კენჭს, არც პარტიული ცხოვრების გაგრძელებას ვაპირებ, მაგრამ დღეს მგონია, რომ თითოეული მოქალაქის ვალია გააკეთოს ის, რაც შეუძლია იქნება ეს არჩევნებში მონაწილეობა, დამკვირვებლად დარეგისტრირება თუ სხვა და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია 20 ოქტომბერს არასამთავრობოთა კოალიციის მიერ დაანონსებულ აქციაში მონაწილეობა.

ჩვენ ამ ხელისუფლებას და დასავლელ მეგობრებს უნდა ვაჩვენოთ, რომ ქართველი ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, ისინი არას ეუბნება რუსულ ხელისუფლებას და ვბრუნდებით უკან, ევროპაში, იქ, სადაც ჩვენი ადგილია", - განაცხადა გამყრელიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე