რეზონანსი
(11.10.2024)

საქართველოში გაუჩინარებულ ჩეხ ტურისტს ეძებენ - “ბოლოს 28 სექტემბერს, ტობავარჩხილის ტბების მიდამოში ნახეს“. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ხედ­ვით, ბო­ლოს სტა­ნის­ლავ კოს­კი­სი ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბე­ბის მი­და­მო­ში, 28 სექ­ტემ­ბერს ნა­ხეს. მას შემ­დეგ მოგ­ზა­უ­რის კვა­ლი ქრე­ბა...

“ჩეხი მოლაშქრე სტა­ნის­ლავ კოს­კი­სი ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბე­ბის მი­და­მო­ში გა­უ­ჩი­ნარ­და - სურ­და სკუ­რი­დან ხა­იშ­ში გა­დას­ვლა.

ბო­ლოს 28.09. (28 სექ­ტემ­ბერს) კირ­ნა­ხო­ნას თავ­შე­სა­ფარ­ში ნა­ხეს.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ვინ­მე ეწ­ვია ტო­ბა­ვარჩხი­ლის ტბე­ბის მი­და­მო­ებს სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს ან ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში (ან იც­ნობს ვინ­მეს, ვინც ამ პე­რი­ოდ­ში იყო) და შეხ­ვდა მას - ნე­ბის­მი­ე­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ფორ­მა­ცია მისი მდე­ბა­რე­ო­ბის, ად­გილ­სამ­ყოფ­ლის ან მოგ­ზა­უ­რო­ბის გეგ­მე­ბის შე­სა­ხებ, ან ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, რაც დაგ­ვეხ­მა­რე­ბა გან­ვსა­ზღვროთ მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა. გმად­ლობთ,“ - ავ­რცე­ლებს Trekking in the Caucasus.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე