
ბოლო დროს დასავლური მედია ავრცელებს ინფორმაციას სხვადასხვა „სამშვიდობო“ ინიციატივის შესახებ, რომლებიც რუსეთის დიქტატორ ვლადიმერ პუტინისთვის სასარგებლოა, მაგრამ ცივილიზებულ ქვეყნებს აქვთ ძალა, უკრაინაში ომი სამართლიანად დაასრულონ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსმა მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა Channel 24-ს განუცხადა, როდესაც კომენტარი გააკეთა ომის დასრულების იდეაზე შეერთებული შტატების უსაფრთხოების გარანტიებისა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების სანაცვლოდ.
მისი თქმით, ამ ომის დასასრულებლად დასავლეთმა არაერთი ნაბიჯი უნდა გადადგას. პოდოლიაკი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანი ფაქტორია ომის გაფართოება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ მოკავშირეებმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება უნდა გაზარდონ, კერძოდ, შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები საჰაერო თავდაცვისთვის. მან ასევე ისაუბრა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმის ნებართვის მნიშვნელობაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი შეტევები გავლენას მოახდენს რუსების სოციალურ განწყობაზე, ამიტომ ეს პუტინზე ზეწოლას გაზრდის.
„აქ გვეუბნებიან, რომ არსებობს უფრო ძლიერი „უსაფრთხოების გარანტიები”. თქვენ რუსეთს მისცემთ საშუალებას, შეცდომები გამოასწოროს, დააგროვოს მეტი რესურსი, შექმნას უფრო აგრესიული ალიანსი და დახარჯოს ფული უკრაინის შიდა პრობლემების გასავრცელებლად. და თუ ომი ისევ დაიწყება, თქვენც მიიღებთ მასში მონაწილეობას? აბსურდია“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



