რეზონანსი
(10.10.2024)

ნატო 14 ოქტომბრიდან ყოველწლიურ ბირთვულ წვრთნებს - Steadfast Noon-ს იწყებს. ამის შესახებ ლონდონში ალიანსის გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა. 

F-35A მოიერიშე თვითმფრინავები და B-52 ბომბდამშენები 13 ქვეყნის 60 თვითმფრინავს შორის იქნება, რომლებიც მონაწილეობას წვრთნებში მიიღებენ.

„არასტაბილურ გარემოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ჩვენი თავდაცვა გავაძლიეროთ, რათა ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა იცოდნენ, რომ ნატო მზად არის და შეუძლია უპასუხოს ნებისმიერ საფრთხეს“, - თქვა რუტემ ბრიტანეთის პრემიერ კირ სტარმერთან და უკრაინის პრეზიდენტთან ერთობლივ შეხვედრაზე. 

მისივე თქმით, წვრთნების განმავლობაში ყურადღება გამახვილდება დიდ ბრიტანეთზე, ჩრდილოეთ ზღვაზე, ბელგიასა და ნიდერლანდებზე, - დასძინა მან.

წვრთნებში 2000 ჯარისკაცი იქნება ჩართული და 2 კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე