რეზონანსი
(10.10.2024)

გამჭვირვალობის კანონის დაცვა, "ქართულ ოცნებას" ევროსასამართლოში მოუწევს. დაანონსებული რეპრესიების მოლოდინში მყოფი არასამთავრობოები სარჩელის სტრასბურგში გასაგზავნად ემზადებიან. გავლენიანი ორგანიზაციები ევროსასამართლოში გასაგზავნ სარჩელზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებენ.  

"როდესაც ჩავთვლით, რომ არის შესაბამისი დრო იმისთვის, რომ ეს საჩივარი გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გავაგზავნით" - ამბობს "საიას" აღმასრულებელი დირექტორი, ნონა ქურდოვანიძე.

ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ განვიხილავდით, როგორც ეროვნულ დონეზე არსებული მექანიზმების გამოყენებას, ასევე საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას. ეს საკითხი კვლავაც არის დღის წესერიგში. ჩვენ, როდესაც ჩავთვლით, რომ არის შესაბამისი დრო იმისთვის, რომ ეს საჩივარი გაიგზავნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, მაშინ გავაგზავნით. იძულებითი აღსრულება, ეს არის უკვე ის ეტაპი, როცა შესაძლებელი ხდება ორგანიზაციების ანგარიშების და ქონების დაყადაღება, რაც მათ შორის არ გამორიცხავს ოფისში მისვლას, ქონების აღწერას, დაყადაღებას და უკვე ეს ფაქტობრივად გამოიწვევს ორგანიზაციების შეფერხებას იმგვარად, რომ შეიძლება ამან საქმიანობა საერთოდ შეუძლებელი გახადოს"- ამბობს ნონა ქურდოვანიძე. 

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა პლენუმი რუსული კანონის აღსრულებას არ აჩერებს - ერთ თვიანი და 9 დღიანი ფიქრის შემდეგ, 8 მოსამართლის გადაწყვეტილება რუსული კანონთან დაკავშირებით ცნობილია.  საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მსჯელობას, არის თუ არა რუსული კანონი კონსტიტუციური და ირღვევა თუ არა 78-ე მუხლი. 

ისტორიულ სარჩელს ორი მოსამართლის, თემურ ტუღუშის და გიორგი კვერნჩხილაძის განსხვებულია აზრი დაერთო. კიდევ ერთი განსხვავებული აზრი დაიწერა ევა გოცირიძის მხრიდან.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე