რეზონანსი
(10.10.2024)

იტალიაში საქართველოს მოქალაქე ძარცვის ბრალდებით დააკავეს - ადგილობრივი მედიის ცნობით, 43 წლის კაცი თამბაქოს მაღაზიაში შევიდა და სალაროდან ასეულობით ევრო მოიპარა.
სამართალდამცველებმა დაკავებულის იდენტიფიცირება კამერების მეშვეობით მოახერხეს. მედიის ინფორმაციით, დადგინდა, რომ სავარაუდო დამნაშავე პიზას პროვინციაში მცხოვრები კრიმინალური წარსულის მქონე პირია.
საქართველოს მოქალაქეს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა და 1 500 ევრომდე ჯარიმა ემუქრება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



