
26 ოქტომბერს, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ მატყუარა რუსეთის მსახური ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.
ნაცვლიშვილის თქმით, გუშინ, საქართველოს მოქალაქეებმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოს - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, “ქართული ოცნების” რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო, გაჩერდა.
“გუშინ, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ მოისმინა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობით ორგანოს - ევროპარლამენტის ტრიბუნიდან, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, “ქართული ოცნების” რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო, გაჩერდა. ასევე მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბრის შემდეგ არ შეიცვლება რუსული ხელისუფლება, ასევე, შეიძლება შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა.
საქართველოს მოქალაქეებმა “ოცნების” პოლიტიკის გამო, უკვე დაკარგეს მილიონობით ლარის დახმარება. ამასთან შეგუება უკვე დაუშვებელია. საქართველოს მოქალაქეები არ იმსახურებენ ასეთ ხელისუფლებას.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, 17 დღეში ექნება ძალა, უთხრას არა კორუმპირებულ, მატყუარა, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრას კი ევროპას, ევროპულ უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, უთხრას კი საქართველოს მომავალს.
ჩვენ 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები: საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, პარტია “ლელო”, ანა დოლიძე - “ხალხისთვის”, ალეკო ელისაშვილი - “მოქალაქეები” და თავისუფლების მოედანი ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები იმისთვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძ₾ება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო.” - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



