რეზონანსი
(08.10.2024)

რუსებმა ხარკოვი დაბომბეს, დაშავდა 16 ადამიანი, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა, რომ რუსული ძალების იერიშის შედეგად საცხოვრებელი კორპუსები დაზიანდა.

სინეგუბოვის ცნობით, დაშავებულთაგან 7 საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო დანარჩენებს ექიმებმა სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე