რეზონანსი
(07.10.2024)

აშშ-მა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმიდან ერთი წლისთავთან დაკავშირებით „ჰამასს“ ახალი სანქციები დაუწესა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, სანქციები დაუწესდა სამ პირს და ე.წ. საქველმოქმედო ორგანიზაციას, რომლებსაც „ჰამასის“ მნიშვნელოვან საერთაშორისო ფინანსურ მხარდამჭერებად მიიჩნევენ. ასევე სანქციები შეეხო ღაზაში მდებარე „ალ-ინტაჯ ბანკს“, რომელსაც, მათი თქმით, „ჰამასი“ აკონტროლებს.

ამასთან, სანქციები დაუწესდა „ჰამასის“ ხანგრძლივ მხარდამჭერს, იემენის მოქალაქეს, რომელიც თურქეთში ცხოვრობს და მის ცხრა ბიზნესს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე