რეზონანსი
(07.10.2024)

თბილისში, 41-ე საჯარო სკოლაში მოსწავლეთა და სკოლის პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.

მიზეზი ანონიმური სატელეფონო ზარი გახდა, რომლის ავტორმაც განაცხადა, რომ სკოლის შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობაა.

საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტის ინფორმაციით, ამ წუთებში სკოლაში საგაკვეთილო პროცესი ჩაშლილია.

ადგილზე გამნაღმველებს ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე