რეზონანსი
(06.10.2024)

ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი ეჭვობს, რომ აშშ-ს მიერ დასანქცირებულ ზვიად ხარაზიშვილს და მილერი ლაგაზაურს ხელფასებს ან საპენსიო ბარათებზე ურიცხავენ ან კორპორატიულ პლასტიკურ ბარათზე. რომან გოცირიძის თქმით, ცხადია, რომ ამერიკული სანქციები მუშაობს, თუმცა "ოცნების" მაღალჩინოსნებს ხელფასები საბარათე ანგარიშებზე მიანც ერიცხებათ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ასეთ შემთხვევაში, განმარტებები ეროვნულმა ბანკმა უნდა გააკეთოს და თქვას, აქვს თუ არა ადგილი სანქციებისთვის გვერდის ავლას. 

გომელაურის ამ განცხადებით ჩვენ გავიგეთ, რომ საერთაშორისო სანქციები მუშაობს. ამ ადამიანებს არ აქვთ შესაძლებლობა, გამოიყენოს ვიზა ბარათები, მასთერქარდი, გამოიყენოს სადოლარო ანგარიშები, ბანკებმა გაუუქმეს ანგარიშები ევროში და დოლარში. უხდიან ხელფასს ლარში. რომელი ბანკის სალაროებია არასაერთაშორისო, მხოლოდ შიდა მოხმარების? ასეთი აქვს „ლიბერთი ბანკს“ მაგალითად, საპენსიო ბარათი, ასეთი ასევე აქვს ზოგიერთ სხვა ბანკს. 

ასეთ შემთხვევაში, ეროვნულმა ბანკმა უნდა განაცხადოს, არის თუ არა ეს სანქციების დარღვევა? ხალხთან კომუნიკაცია არის ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობა და ახლა მივიღებ უკვე ამ 10 დღეში რაღაც პასუხს, როდესაც წინასწარ უნდა თქვას ეროვნულმა ბანკმა რა არის სანქციის დარღვევა და რა არ არის მათ შორის ამ პირებთან დაკავშირებით, - ამბობს რომან გოცირიძე. 

 შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის მიერ სანქცირებული ზვიად ხაზარაზიშვილი იგივე "ხარება" და მისი მოადგილე, მილერი ლაგაზაური ამ დრომდე სისტემაში რჩებიან და მათ ხელფასი დღემდე საბანკო ანგარიშებზე ერიცხებათ. 

გომელაური არ ასახელებს იმ ბანკებს, რომლებიც სანქცირებულ მაღალჩინოსნებზე თანხას გასცემენ. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე