
"ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენთან შეხვედრაზე საუბარი ევროპაში მირებულ გზავნილებს შეეხებოდა.
ბოკუჩავას თქმით, ახლა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა, პრეზიდენტის მონაწილეობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს.
ჩვენი შეხვედრა მეტწილად შეეხებოდა ევროპაში მიღებულ გზავნილებს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, რომლებიც ადასტურებენ, რომ ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის კარი ღიაა, მაგრამ დაბრკოლებას ევროინტეგრაციის გზაზე წარმოადგენს ანტიევროპული და ანტიეროვნული ხელისუფლება ივანიშვილის სახით. ქარტია, რა თქმა უნდა, თავსითავად მნიშვნელოვანი დოკუმენტია. სწორედ ამიტომ, "ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობა", პარტია, რომელსაც მე წარმოვადგენ, ხელმომწერია ამ ქარტიის, რადგან მიგვაჩნია, რომ მასში გაწერილი მუხლები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნების გზაზე არის ძალიან მნიშვნელოვანი და კარგად გვესმის, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები არის სწორედ არჩევანი ამაზე - საქართველოს ევროპულ არჩევანს. ჩვენ ერთიანობის ძალებით ყველა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ, პრეზიდენტის მონაწილეობით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე დაბრუნდეს. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი და მთავარი მიზანი", - განაცხადა ბოკუჩავამ.
კონსულტაციები ათონელის სასახლეში - სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების რეზიდენციაში ქალ პოლიტიკოსებს ესაუბრება. ეს არის პრეზიდენტის პირველი შეხვედრა ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც ის ევროპიდან დაბრუნდა და შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან გამართა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



