რეზონანსი
(05.10.2024)

მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა, როგორც ახლობლები აცხადებენ, კრიტიკულად მძიმედ რჩება.

მათივე ინფორმაციით, 5 თვის ნაყოფი დაიღუპა, ხოლო მედიკოსები ქალის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.

არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე