რეზონანსი
(04.10.2024)

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ ქარდებს, თბილისის მერი იერიშით პასუხობს - კახა კალაძე ამტკიცებს, რომ  ქარდებზე დატანილი ტექსტი "სიცრუეა".

ამასთან, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი ირწმუნება, რომ "ამერიკის საელჩოს დიდი პრობლემა აქვს".

ამერიკის საელჩოს, მე ვფიქრობ, დიდი პრობლემა აქვს ის, რომ მე მგონი, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს Facebook-ის ადმინად, ჩანს მათ მიერ გამოქვეყნებულ ბანერებზეც, რომ აშკარად, ლევან ხაბეიშვილი ჩაუდეს. ყველა ბანერზე, რაც იყო გამოქვეყნებული, იყო სიცრუე, ტყუილი...", - ამბობს კალაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე