რეზონანსი
(04.10.2024)

ცენტრალურ ბოსნია-ჰერცეგოვინაში წყალდიდობასა და მეწყერს სულ მცირე 14 ადამიანი ემსხვერპლა. 

დაკარგულად ითვლება ათობით ადამიანი და გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა.

ღამით, ქარიშხლის შემდეგ, მდინარეები ადიდდა. დაიტბორა ქალაქები და სოფლები. განსაკუთრებულად ცუდი მდგომარეობაა ქალაქ მოსტარსა და დედაქალაქ სარაევოს შორის მთავარ მარშრუტზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე