რეზონანსი
(04.10.2024)

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ მოსკოვის გამზირზე -  83-ე საჯარო სკოლის მოსწავლეეებმა და მშობლებმა გზის გადაკეტვა სცადეს. რამდენიმე წუთის განმავლობაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა პარალიზებული იყო. მშობლები სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ, რომლებიც გზის გატავისუფლებას ცდილობდნენ.

მათი მტკიცებით, პოლიციელებმა გზის გახსნის დროს, მათზე ფიზიკურად იძალადეს და ხელით შეეხნენ.

ისინი სკოლის დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ, რომელიც 4 წელია ჭიანურდება და შენობის ნაცვლად ადგილზე ნანგრევებია. 

ცოტა ხნის წინ ადგილზე გაანთლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც განაცხადა, რომ სკოლის მშენებლობა, შესაბამისმა კომპანიამ, იმიტომ ვერ დაასრულა, რადგან შესაბამისი ნებართვების გაცემა ვერ მოხერხდა.

სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმება მისული ბოლო ეტაპამდე, სავარაუდოდ, შემდეგ კვირაში ნებართვის აღება მოხდება, რასაც ელოდება ინფრასტრუქტურის სამსახურიც. როგორც გვექნება მშენებკლობის ნებართვა, მეორე დღესვე დაიწყება მშენებლობა“,- განაცხადა მან.

მშობლები ადგილზე ამ დრომდე რჩებიან და კითხვებზე პასუხის გაცემა თბილისი მერისგან, კახი კალაძისგან ითხოვენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე