რეზონანსი
(04.10.2024)

რიკოთზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამობრუნდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მანქანის მძღოლი დაშავდა, ის კლინიკაში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



