რეზონანსი
(04.10.2024)

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშილმა „მიხეილ მესხი არენაზე" გამართულ პრესკონფერენციაზე თანამშრომლობის გაგრძელებასთან დაკავშირებით ისაუბრეს.

„მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი ნაკრების მწვრთნელია. სურვილი გვაქვს, გავაგრძელოთ ეს თანამშრომლობა. დანარჩენს მომავალი გვიჩვენებს", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

ვილი სანიოლი: „ახალ კონტრაქტზე გადაწყვეტილებას ერთა ლიგის თამაშების შემდეგ, დეკემბერში მივიღებთ. თანამშრომლობით მეც კმაყოფილი ვარ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე