რეზონანსი
(03.10.2024)

2024 წლის სექტემბერში საქართველოში 0.6%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა, რაც მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

საქსტატის მონაცემების თანახმად, რომელსაც bm.ge აქვეყნებს, სექტემბერში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ყველაზე მეტად შემდეგი 10 საქონელი და მომსახურება გაძვირდა:

ნიორი +74%

კივი +52%

მანდარინი +38%

თვითმფრინავით მგზავრობა +36.7%

ლიმონი +35.4%

ბავშვის ქურთუკი +29%

კიტრი +27%

მღებავის მომსახურება +24.9%

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი +24.4%

ფორთოხალი +23.6%

გასულ თვეში 10 ყველაზე მეტად გაიაფებული საქონელი და მომსახურება კი შემდეგია:

ინტერნეტის გადასახდელი -39.9%

მწვანილი -34.3%

კომბოსტო -30.7%

საზამთრო -27.6%

ანტიბიოტიკები -25.7%

ქალის ზამთრის ფეხსაცმელი -24.6%

მწვანე ლობიო -20.9%

საშინაო ფეხსაცმელი კაცის -20.7%

ქალის სვიტერი -20.6%

ელექტროყავადანი -18.2%

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე