რეზონანსი
(03.10.2024)

ვარშავის შოპენის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრის ბარგი აფეთქდა.
პოლონური რადიო RMF24-ის ინფორმაციით, ინციდენტი ბარგის დახარისხების სპეციალურ ოთახში მოხდა.
შემთხვევის ადგილზე მისულმა მაშველებმა თქვეს, რომ ბარგში მოთავსებული იყო ბიოლოგიური ნიმუშები, რომელიც შეიცავდა მშრალ ყინულს. ამ უკანასკნელმა, კი სავარაუდოდ, აფეთქება გამოიწვია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ბარგი ვენაში მიმავალ მგზავრს ეკუთვნოდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



