რეზონანსი
(03.10.2024)

„ეს კანონი („ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ კანონი“) არის „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით პრეზიდენტის, იმიტომ, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ შეიყვანა ის ძალაში“, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა და ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩია განაცხადა. 

მისი თქმით, პრეზიდენტს ვეტოს გამოყენება შეეძლო და პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებდა.

„პრეზიდენტს მაინცდამაინც ფეხებზე ეკიდა ამ კანონის ძალაში შესვლა-არშესვლა, თორემ მას შეეძლო ვეტო დაედო და პარლამენტი ამ კანონს ვერ მიიღებდა და შესაბამისად, ის ძალაში არ იქნებოდა.

შესაბამისად, ვერ მივხვდი პრეზიდენტს რა უნდოდა, მას უნდა ზოგადად კეკლუცი, თუ უნდა რომელიმე კონკრეტული კანონი ძალაში არ შევიდეს?! კეკლუცობა მე მგონი, პრეზიდენტის საქმე არ არის“, - აცხადებს ხვიჩია. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე