
საფრანგეთის შეიარაღებული ძალები ირანის მიერ ისრაელის მიმართულებით გასროლილი რაკეტების ჩამოგდებაში მონაწილეობას იღებდა. ინფორმაციას Reuters-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„საფრანგეთი გმობს ირანის ტერიტორიიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმას ისრაელზე. ის ადასტურებს ისრაელის უსაფრთხოების მიმართ მის აბსოლუტურ მხარდაჭერას. საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში მდებარე სამხედრო საშუალებების გამოყენებით მონაწილეობას იღებდა ირანიდან მომდინარე საფრთხის განეიტრალებაში“, - ციტირებს სააგენტო საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებას.
კონკრეტულად, თუ რა როლს ასრულებდა საფრანგეთი ირანული რაკეტების ჩამოგდების საქმეში, საგარეო საქმეთა სამინისტროში არ აკონკრეტებენ.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დღეს გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ახლო აღმოსავლეთში დისლოცირებულმა ამერიკელმა სამხედროებმა ირანიდან ისრაელის მიმართულებით გაშვებული რაკეტების ნაწილი ჩამოაგდეს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



