რეზონანსი
(02.10.2024)

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა რამდენიმე დღით გადაიდო.

როგორც კობაიძემ განმარტა, "ქართული ოცნების" საარჩევნო პროგრამის წარდგენა 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება.

„კორონავირუსი დამიდასტურდა. გუშინ ჩავიტარე ტესტირება, აღარ ვარ გადამდები, აღარ მაქვს ვირუსი. გარეთ ვერ გამოვდიოდი და მე უნდა წარმედგინა საარჩევნო პროგრამა. 7 ან 9 ოქტომბერს გაიმართება წარდგენა", - აღნიშნა პრემიერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე