
იოსებ ბაბაევი განაჩენის მოლოდინშია - გორელი ბიზნესმენის საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. დღეს სასამართლოში ის პოლიციელი დაიკითხა, რომელმაც ბაბევის სახლში ჩხრეკა ჩაატარა.
რუსული კანონის მომხრე ბიზნესმენი სამართალდამცველს, ბექა ადუაშვილს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ პოლიციელი მოიტყუა, როდესაც თქვა, რომ სახლის ჩხრეკის დროს, მასთან ერთად კიდევ სხვა პოლიციელი არ იმყოფებოდა.
დღეს მორიგი მონა მოიყვანეს და იყო მორიგი დაკითხვა იარაღის ჩამდები პოლიციელის, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული არა მარტო ის, არამედ სასამართლო პროცესზეც. მან მისცა ცრუ ჩვენება სასაამრთლოს, დამალა, რომ კოვზიაშვილი არ იმყოფებოდა სახლში, სინამდვილეში მთელმა საქართველომ ნახა კადრები, როცა კოვზიაშვილი გამოდის ჩემის ახლიდან, ის მონაწილეობდა ჩხრეკაში", - განაცხადა პოლიციელმა.
ბრალდების მხარეს კიდევ დღევანდელ სასაამრთლო სხდომაზე კიდევ ერთი მოწმე ჰყავდა წარმოდგენილი, ექსპერტი ბალისტიკოსი, რომელამც საექსპერტო კვლევა ჩაატარა.
შემდეგ სასამართლო პროცესზე ის პოლიციელები დაიკითხებიან, რომლემაც უშაუალოდ დააკავეს იოსებ ბაბაევი და სამოქალაქო აქტივისტის თქმით, მას ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.
იოსებ ბაბაევი 5 ივნისს დააკავეს. მას პროკურატურა იარაღის უკანონო შენახვას ედავებოდა.
ცნობისთვის, მოსამართლე დავით ახალბედაშვილმა, გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება გააბათილა და ბაბაევის მანქანის ჩხრეკა, რომლის დროსაც ცეცხლსასროლი იარაღი იქნა ამოღებული, კანონიერად ცნო, ხოლო სახლის და პირადი ჩხრეკა უკანონოდ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



