რეზონანსი
(01.10.2024)

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

„მარკ რუტეს ნატო-ს გენერალური მდივნის თანამდებობის დაკავებას ვულოცავ! თქვენი ხელმძღვანელობა ევროპაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად კრიტიკულ მომენტში ხდება. დარწმუნებული ვარ, თქვენ ევროატლანტიკური მისწრაფებებისკენ სწრაფვაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებთ", - წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, დღეს, მარკ რუტემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოვალეობის შესრულება ოფიციალურად დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე