რეზონანსი
(30.09.2024)

პუტინი საქართველოს უტოვებს მხოლოდ არჩევანს, აღიაროს ოკუპირებული სახელმწიფოები და დაამყაროს მათთან "კეთილმეზობლური" ურთიერთობები, - ამის შესახებ მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„აჰა, დღეს პუტინმაც გვითხრა თავისი განცხადებით, რომ არ აპირებს აფხაზეთის საქართველოსთვის დათმობას და პირიქით ხელს შეუწყობს აფხაზეთის " სახელმწიფოებრიობის" განმტკიცებას.
პუტინი საქართველოს უტოვებს მხოლოდ არჩევანს, აღიაროს ოკუპირებული სახელმწიფოები და დაამყაროს მათთან "კეთილმეზობლური" ურთიერთობები“, - წერს სააკაშვილი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე



